ისლამის ისტორია
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი, მუსა, 'ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი.
ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი. 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ. ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.
ისტორიულად, ისლამი იწყება 610 წელს, როდესაც მექაში მუჰამადმა ﷺ დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, მექის ახლომდებარე მთის, ჰირა'ას გამოქვაბულში, მას გამოეცხადა არსება, რომელმაც მას უბრძანა წაეკითხა, მაგრამ სამჯერ უარი მიიღო. ბოლოს ამ არსებამ წაუკითხა მას შემდეგი სიტყვები: იკითხე, შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი სისხლის ლეკერტისაგან, იკითხე! და შენი უფალი უკეთილშობილესია, რომელმაც ასწავლა კალამი, ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა! მუჰამადს ﷺ შეეშინდა, დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის ცოლს, ხადიჯას უამბო. ხადიჯამ დაამშვიდა იგი და დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს თავის ბიძაშვილს, ვარაყას აცნობებდა, რომელიც ქრისტიანი იყო, სახარება და ბიბლიის ნაწილები გადმოთარგმნილი და ჩაწერილი ჰქონდა არაბულ ენაზე. ვარაყამ, როდესაც ეს ამბავი მოისმინა, მუჰამადს ﷺ უთხრა, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო ანგელოზი ჯაბრაილი, ხოლო თავად მას მძიმე დღეები მოელოდა. თავის მხრივ ვარაყამ აღუთქვა მას მხარდაჭერა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა სიბერის გამო.
მუჰამადი იწყებს საიდუმლოდ ქადაგებას. ისლამს იღებენ მისი ცოლი ხადიჯა, მისი ბიძაშვილი 'ალი, მისი მეგობარი აბუ ბაქრი და სხვები. 613 წელს მუჰამმადი ﷺ ღიად ქადაგებას იწყებს
No comments:
Post a Comment