ყურანი
ყურანი, კურანი (ალ-კურ’ან) მუჰამადის მიერ გამოცხადებული და მოგვიანებით ჩაწერილი ქადაგებების, “ღვთაებრივი ზეშთაგონების” კრებულია. სიტყვა „ყურანი”, ტრადიციული განმარტებით, „ხმამაღლა, რეჩიტატივით კითხვას”, „დეკლამაციას” ნიშნავს

ყურანში, ჩვეულებრივ, ლაპარაკობს ალაჰი, იშვიათად – ანგელოზები ანდა მუჰამადი. ყურანის წარმოდგენით, ზეცაში არსებობს ყურანის ორიგინალური ტექსტი, დედა წიგნისა , ფარული წიგნი , დაცული სჯულის ფიცარი . ამ „პირველწიგნის” ნაწყვეტები მუჰამადს თანდათანობით გადაეცემოდაო შუამავალი ანგელოსის, სულის , წმინდა სულის , მთავარანგელოზ ჯაბრაილის მიერ . ეს უკანასკნელი, მუსლიმთა რწმენი, მუჰამადის წინაშე კითხულობდა ზეშთაგონებას, მუჰამადი მას იმეორებდა და ხალხს გადასცემდა – ანუ ახმოვანებდა. შემდეგ კი მუჰამადის ქადაგებას მისი მიმდევრები იწერდნენ.
ყურანი ასწავლის, თუ რისი უნდა სწამდეს მუსლიმს, კერძოდ:
1. ალაჰის;
2. ალაჰის ანგელოზების;
3. ალაჰის წიგნის;
4. ალაჰის მოციქულების და წინასწარმეტყველების;
5. ალაჰის წინასწარგანგებულების;
ყურანი— ისლამის წმიდა წიგნი. მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს წარმოთქმული ქადაგებები. დაწერილია არაბულ ენაზე. შედგება 114 სურისაგან, რომლებიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. ყველაზე დიდი სურაა ალ-ბაყარაჰ 2–ე სურა, რომელიც 286 აიისგან შედგება, ყველაზე მცირეა ალ-ქავსარი, 108-ე სურა, რომელიც 3 აიისგან შედგება.
გამოქვაბული ჰირა, სადაც მუჰამედს ჰქონდა პირველი გამოცხადება
მუსლიმებისთვის ყურანი აწესებს ცხოვრების წესსა და დოგმებს. ყურანში მოიხსენიება წინასწარმეტყველები ადამი, ნოე (ნუჰი), აბრაამი (იბრაჰიმი), მოსე (მუსა), დავითი (დავუდი), იესო (ისა) და სხვანი. ყურანი მკვეთრად უპირისპირდება სამებას და აღიარებს ღმერთის (ალაჰის) ერთადერთობას „ლა ილაჰა ილლა ალლაჰ“. ასევე ყურანი მოიცავს მეტად სამეცნიერო ფაქტებს, რომელიც მეშვიდე საუკუნეში ჯერ კიდევ უცნობი იყო კაცობრიობისათვის მთელი წმინდა წიგნების ისტორიაში პირველადაა ადამიანთა წარმომავლობის, ეროვნებისა და კანის ფერის მიხედვით განსხვავებების უარყოფა .ურანი დღესაც რჩება როგორც ერთადერთ წმიდა წიგნად, რომელშიც მე-7 საუკუნიდან დღემდე მოყოლებული არ შეცვლილა არც ერთი წერტილი და ასობგერა. მაჰმადიანები თვლიან ყურანს ყოველი წმინდა წერილის დასასრულად და ყოველი მუსლიმანი ვალდებულია ყურანის წინ მოსული წმინდა წიგნები, როგორიცაა თორა და ბიბლია (ინჯილი), ასევე მრავალი სხვა მანუსკრიპტები აღიაროს და იწამოს მათი რეალურობა.
No comments:
Post a Comment